ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა, ფოთში, ცენტრალურ მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ ადგილზე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – „112“-მა მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობა შესთავაზა, საიდანაც შეიტყვეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, 112-ში შემოსული, რეალური, ზარები მოესმინათ.