შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის რუსთავის ცენტრს ეწვია.
მინისტრსა და მის მოადგილეს 112-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი და მოადგილე ირაკლი კუპრეიშვილი შეხვდნენ და ცენტრის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და 112-ის ოპერატორების მუშაობის რეჟიმს გაეცნო.