შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს – ვეისალ თიფიოღლუს და კომიტეტის წევრებს უმასპინძლა.
„112“-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.
დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.