შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ აცხადებს ვაკანსიას კერძო დაცვითი საქმიანობის შემოწმების სპეციალისტის პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულებით)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
თანამდებობრივი სარგო: 2,240 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)
სამუშაო გარფიკი: სრული განაკვეთი
შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია:
- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − “112”-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
- უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კერძო დაცვითი ორგანიზაციებისა და მცველის მიერ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი (ბაკალავრი)
სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ ერთი წელი (სასურველია, საჯარო ან კერძო სექტორში მონიტორინგის, ინსპექტირების ან კონტროლის სფეროში).
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office – ცოდნის დონე – კარგი
უნარები:
– დისციპლინირებულობა;
– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
– სწრაფი რეაგირება;
– ორგანიზებულობა;
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ -ის დებულების დამტკიცების შესახებ“;
- ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი – რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
II ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციული ტელეფონის ნომერს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოაგზავნეთ ელფოსტაზე hr@112.ge, შემდეგი თანმხლები დოკუმენტაცით:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 08/08/2025წ.