შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური სამმართველოს ევაკუატორით მომსახურების სერვის ცენტრის ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულებით)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4
სამუშაო ადგილი – თბილისი
თანამდებობრივი სარგო: 2,188 ლარი (ხელზე ასაღები 1,750 ლარი)
სამუშაო გარფიკი: სრული განაკვეთი
შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია:
- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − “112”-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
- უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
ფუნქცია-მოვალეობები:
– საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომზე პიროვნების იდენტიფიკაცია;
– საჯარიმო ავტოსადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უზრუნველყოფა და სპეციალურ პროგრამაში რეგისტრაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ სრული საშუალო განათლება;
- მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მექანიკური ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა „B“ კატეგორია (სასურველია C კატეგორია);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
უნარები:
– დისციპლინირებულობა;
– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
– სწრაფი რეაგირება;
– ორგანიზებულობა;
– მოწესრიგებულობა;
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი – რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
II ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გთავაზობთ:
– ჯანმრთელობის დაზღვევას;
– კორპორაციული ტელეფონის ნომერს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოაგზავნეთ ელფოსტაზე hr@112.ge, შემდეგი თანმხლები დოკუმენტაცით:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მართვის მოწმობის ასლი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 08/08/2025