დანაშაულის პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 2026 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 9893 ვიდეოკამერა, მათ შორის 2602 ნომრის ამომცნობი, ხოლო 7291 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.
· პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.