შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს – „პროფესია პოლიციელი“ წარმოადგენს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას შსს აკადემიაში წარუდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიციის საქმიანობასა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გეკა გელაძის თქმით, ახალი კამპანია ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-მა „სიცოცხლის ზარის“ სტენდი, მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია, ფოტო-კუთხე და “შეადგინე სრული მისამართი”-ს საინფორმაციო სტენდი წარმოადგინა.

გალერეა