შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან ერთად, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში იმყოფებოდა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა, სტუმრებს 112-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ 112-ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.

გალერეა