პოზიციის დასახელება: ეკონომიკური სამმართველოს მძღოლის (თბილისი) ფუნქცია – მოვალეობის შემსრულებელი;
სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის ამოცანებია:
- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − “112”-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
- უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
- გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
- შრომის ანაზღაურება: მინიმალური – 1915 ლარი; მაქსიმალური – 2300 ლარი
შენიშვნა: შრომის ანაზღაურება მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
ფუნქცია–მოვალეობები:
- შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის სამორიგეო ავტომანქანების საშუალებით თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაადგილების უზრუნველყოფა;
- სამორიგეო ავტომანქანების გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა, მინიმუმ “B” და “D” კატეგორია (აუცილებელია რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ მართვის მოწმობის ასლი).
უნარები:
- დისციპლინირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სწრაფი რეაგირება
- ორგანიზებულობა
- მოწესრიგებულობა
შერჩევის ეტაპები:
- I ეტაპი – რეზიუმეების მიღება/შერჩევა
- II ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კორპორაციული ტელეფონის ნომერს
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე – hr@112.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა – 11/12//2025