112-ის წარმომადგენლებმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნეს.

მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ მსგავსი შემთხვევების დროს და როგორ უნდა ითანამშრომლონ 112-ის ოპერატორთან.

მოზარდებს, ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და სანქციები, რომლებიც ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაშია გათვალისწინებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია “პროფესია პოლიციელის” მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია. კამპანია 20 ნოემბერს დაიწყო, წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 4000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.

გალერეა