კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, ბოლო პერიოდი, სხვადასხვა სკოლის 400-მდე მოსწავლე იმყოფებოდა.

მოზარდებს 112-ის წარმომადგენლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნეს, გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ მსგავსი შემთხვევების დროს და როგორ უნდა ითანამშრომლონ 112-ის ოპერატორთან.

მოსწავლეებმა ასევე, მოისმინეს არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და სანქციები, რომლებიც ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაშია გათვალისწინებული.

გალერეა