საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, ყაზახეთის რესპუბლიკის, ყარაგანდის ე.ა. ბუკეტოვის სახელობის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის მკვლევრები ეწვივნენ.
112-ის დირექტორის მოადგილემ ირაკლი კუპრეიშვილმა, ყაზახ კოლეგებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.





