პოზიციის დასახელება: ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველოს ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების განყოფილების ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით)
სამუშაო ადგილი – ქ. ქუთაისი და ქ. თბილისი
სამუშაო ადგილების რაოდენობა:
- თბილისი – 4 (ოთხი)
- ქუთაისი – 2 (ორი)
შრომის ანაზღაურება – 1774 (ათას შვიდას სამოცდათოთხმეტი) ლარი (შრომის ანაზრაურების გაზრდა პერსპექტივით)
შრომის ანაზღაურება მითითებულია საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
ორგანიზაციის შესახებ:
შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია:
- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
- უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების და მათ დამონტაჟება-ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
სამუშაო გარფიკი – სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
ა) ლიცენზირებული და სხვა ობიექტების გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმება და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის განსაზღვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმალური განათლება – ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ -ის დებულების დამტკიცების შესახებ“.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
Microsoft Office Word – ცოდნის დონე კარგი
უნარები:
- დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი რეაგირება;
- ორგანიზებულობა;
- გამართული წერისა და კომუნიკაციის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი -რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
II ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციული ტელეფონის ნომერს.
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე – hr@112.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26/12/2025