შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა “112”, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, პროგრამა „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ ფარგლებში, აფრიკის რეგიონის ქვეყნების საჯარო მოხელეებს უმასპინძლა.

სტუმრებს 112-ის დირექტორის მოადგილე ირაკლი კუპრეიშვილმა და ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჩახავამ, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აფრიკის ქვეყნების საჯარო მოხელეები, ასევე, გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის პროცესს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედ ვიდეომეთვალყურეობის სისტემასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.

გალერეა