შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 უწყვეტად აგრძელებს საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის ამაღლების მიზნით.
პროექტის „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ ფარგლებში, 2025 წელს საჯარო და კერძო სკოლების 2 750-ზე მეტი მოსწავლე ეწვია.
ამასთან, 112 აქტიურად მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივ კამპანიაში „პროფესია პოლიციელი“, რომლის ფარგლებშიც ცენტრმა საჯარო სკოლების 700-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა.
აღნიშნული აქტივობებით, 2025 წელს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-მა კიდევ უფრო აამაღლა მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობა და გააძლიერა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობა.