შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილესთან გიორგი სახოკიასთან ერთად, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ს ეწვია.

გეკა გელაძემ, გიორგი სახოკიამ და ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა 112-ის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ყურადღება გამახვილდა 112-ის ოპერატორების განსაკუთრებულ როლზე, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში იღებენ გადაუდებელ ზარებს და მიღებულ ინფორმაციას ოპერატიულად გადასცემენ შესაბამის საგანგებო სამსახურებს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში წლიური ზარების რაოდენობა 4 მილიონს შეადგენს, რაც ცენტრის უწყვეტი და მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებული საქმიანობის მკაფიო დასტურია.

გალერეა