შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ თურქმენეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტის პოლიციის უფროსთან, რაჰმან ბაბაიევთან შეხვედრა გამართა.
გიორგი არსოშვილმა, სტუმარს, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და „112“-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
რაჰმან ბაბაიევი ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის პროცესს, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედ ვიდეომეთვალყურეობის სისტემასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.



