შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ესპანეთის კრიმინალური პოლიციის გენერალური კომისარი, ლუის ფერნანდო პასკუალ გრასა ხელმძღვანელობდა.

გიორგი არსოშვილმა, სტუმრებს, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და „112“-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.

გალერეა