შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

სწავლების მიზანი მონაწილეთა საკომუნიკაციო უნარების განვითარება, ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება და მომსახურების პროცესის გაუმჯობესება იყო.

სწავლების დასრულების შემდეგ, „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან, მერი ჩიქობავასთან და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორთან, დიმიტრი ბერიძესთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

გალერეა