საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი სახოკიამ და ,,112”-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა უმასპინძლეს.

გიორგი არსოშვილმა, სტუმრებს, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და „112“-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.

გალერეა