შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორის მოადგილემ ირაკლი კუპრეიშვილმა და ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჩახავამ გაერო-ს მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.

დელეგაციის წევრები, ასევე, ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.

გალერეა