შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში უმასპინძლა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი სივრცეები დაათვალიერეს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-მა მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობა შესთავაზა, საიდანაც ბავშვებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისთვის შექმნილი იყო სივრცე, სადაც „112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენების წესები გააცნო.
ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, 112-ში შემოსული, რეალური, ზარები მოესმინათ.















