საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა და ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პოლიციელებს სიტყვით მიმართეს, მათ პროფესიული დღე მიულოცეს და ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის გაწეული ყოველდღიური ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სამინისტროს I და II ხარისხის მედლებით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, სამინისტროს მედლით – ,,მამაცობისთვის“ და სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა.

ვრცლად…

გალერეა