შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა ორ მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა. მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.
2016 წლიდან, „112-ის გმირის“ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად ჯილდოვდებიან მოზარდები, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევების დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, დროულად დაუკავშირდნენ 112-ს და თავიანთი ქმედებით სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს.