შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არგუჯ კალანტარლი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

112-ის დირექტორმა – ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა, დელეგაციის წევრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემებს.

გალერეა