შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 16 ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და 112-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს.

გალერეა