შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორმა ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა თბილისისა და რუსთავის ცენტრების, ასევე, 112-ის საჯარიმო სადგომების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა ისაუბრა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის საქმეში 112-ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლზე. მან ასევე, სამომავლო გეგმები მიმოიხილა, რაც უწყების კიდევ უფრო განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
112-ის დირექტორმა თითოეულ თანამშრომელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.







