შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ს, კამპანია – „პროფესია პოლიციელი“-ს ფარგლებში თებერვალ-ივნისის თვეებში სხვადასხვა სკოლის 1800-მდე მოსწავლე ეწვია.
მოზარდებს 112-ის წარმომადგენლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნეს, გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ მსგავსი შემთხვევების დროს და როგორ უნდა ითანამშრომლონ 112-ის ოპერატორთან.
მოსწავლეებმა, ასევე, მოისმინეს არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და სანქციები, რომლებიც ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაშია გათვალისწინებული.













