შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორმა – ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციას უმასპინძლა.
ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ. სტუმრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ნომერზე შემოსული შეტყობინებების მართვის პროცესსა და 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას.



