შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში, ქ. რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს „112“-ის ოპერატორებმა პრეზენტაცია ჩაუტარეს.
მოზარდებს, „112“-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, როდის უნდა დაუკავშირდნენ 112-ს და როგორ უნდა ითანმშრომლონ ოპერატორთან. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებულ სერვისებზეც ისაუბრეს.
შეხვედრა რუსთავის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა“ და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრას რუსთავის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო განათლების სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.