112 ახორციელებს პროექტს „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“. პროექტის ფარგლებში, ნოემბრის თვეში, თბილისის ცენტრს 150 მოსწავლე ესტუმრა.
მოზარდებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია 112-ის შესახებ, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან.
