შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის თბილისის ცენტრს, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის დელეგაცია ესტუმრა.
დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრების მუშაობის სპეციფიკის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ, თუ როგორ ხდება საქართველოს მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვა. ასევე, ზარის მიღება და შესაბამის საგანგებო სამსახურებთან ინფორმაციის ოპერატიული გადაცემა.