შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის თბილისის ცენტრს ევროპის ტრენინგ-ორგანიზაციების ქსელის (ENTO) წევრები ესტუმრნენ. შეხვედრისას სტუმრებმა, „112“-ის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროცესებს გაეცნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ტრენინგ-ორგანიზაციების ქსელის (ENTO) წევრები 112-ის სასწავლო ცენტრის მუშაობასაც გაეცნენ.
 
112-ის სასწავლო ცენტრი 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მუდმივად ზრუნავს „112“-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე მომიჯნავე სამსახურებსაც და სხვა ორგანიზაციებსაც უწევს ამ მიმართულებით მომსახურებას.