შინაგან საქმეთა სამინიტროს სსიპ „112“-ში დაიწყო ოპერატორების და დისპეტჩერების გადამზადება PDS პროტოკოლებისა და ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის – ProQA-ს გამოყენებაში.
 
აღნიშნული პროტოკოლებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი დანიშნულებაა ინციდენტის პრიორიტეტის მაღალი სიზუსტით დადგენა და ინციდენტის შესაბამისი სატელეფონო ინსტრუქციების გაცემა ინიციატორზე, რაც „112“-ის მიერ მოქალაქეებზე გაცემული მომსახურების დონეს გაცილებით აამაღლებს და მიაახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან. ამ დროისთვის გადამზადდა „112“-ის ქოლ-ცენტრის 80-მდე თანამშრომელი სამედიცინო და სახანძრო პროტოკოლების გამოყენებაში. მიმდინარე წლის ბოლომდე „112“-ის ორივე ქოლ-ცენტრის 300-მდე თანამშრომელი გადამზადდება სამედიცინო, სახანძრო და საპოლიციო პროტოკოლებში, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის ProQA-ს გამოყენებაში.
 
2019 წლის დეკემბერში იგეგმება ახალი სისტემის რეალურ რეჟიმში ჩაეშვება და ამუშავდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
 
ProQA – პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ზემოაღნიშნულ პროტოკოლებზე დაყრდნობით მუშაობს, ამერიკული პროდუქტია და გამოიყენება მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში, ნათარგმნია 28 ენაზე და სრულად შეესაბამება გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო სტანდარტებს. პროგრამის გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანურ შეცდომებს ინციდენტის მართვის პროცესში, მაღალ პრიორიტეტული ინციდენტები დახმარებას დაუყოვნებლივ მიიღებენ, ხოლო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე ოპერატორი შეძლებს ინიციატორს ჩაუტაროს პირველადი დახმარება.