„112“-ის თბილისის ცენტრს, უკრაინელი სტუდენტები ეწვივნენ. შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლები სტუმრებს „112“-ის ფუნქციონირებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები, ასევე, გაეცნენ ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.