შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის ოპერატორებმა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეებს ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს.
 
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გადაუდებელი დახმარების ნომრის – „112“-ის და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის შესახებ.
 
ცენტრის თანამშრომლებმა მოზარდებს დაურიგეს საინფორმაციო სანიშნეები, სადაც მოცემულია ინფორმაცია, რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე, ასევე, რა სანქციებია გათვალისწინებული ცრუ და გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მანდატურები აქტიურად არიან ჩართული გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირების პროცესში.
 
საინფორმაციო კამპანია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.