„112“-ის თბილისის ცენტრს ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნენ.
შეხვედრისას, „112“-ის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროცესებს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ.
აღნიშნული ვიზიტი სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს – CEPOL ფარგლებში განხორციელდა.