შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის სასწავლო ცენტრში თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის სკოლის მანდატურებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
 
ტრენინგი გადაუდებელი დახმარების თაობაზე ტრენინგების ჩატარების მეთოდოლოგიის გაცნობას, გადაუდებელ/კრიზისულ სიტუაციებში სკოლის მოსწავლეებსა და 112-ის ოპერატორს შორის სწორი კომუნიკაციის ინსტრუმენტების სწავლებას ითვალისწინებდა.
 
ტრენინგის მონაწილეებმა, ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს 112-ის ტრადიციული და ინოვაციური დაკავშირების არხების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, დაათვალიერეს ქოლ-ცენტრი და საშუალება ჰქონდათ თავად გაცნობოდნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.