„112“-ის ოპერატორობის კანდიდატებისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო ცენტრში პირველი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა.
 
სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
 
„112“-ისა და ცენტრის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება . „112“-ის სასწავლო ცენტრში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ეფექტური კომუნიკაციის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდებათ.