შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ისა და საქართველოს რკინიგზას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სამგზავრო მატარებლებში 112-ის საინფორმაციო ორენოვანი ფლაერები განთავსდა.
აღნიშნული ხელს შეუწყობს, მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ. მგზავრები ფლაერის საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე.