„112“-ის ოპერატორებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის თემას ოჯახში ძალადობა და სექსუალური შევიწროება – სამართლებრივი ასპექტები და იდენტიფიცირების ინსტრუმენტები წარმოადგენდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, პოლონური ორგანიზაცია “HumanDoc”, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დეპარტამენტთან და ორგანიზაცია „სდექ“-თან (ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი) ერთად ახორციელებს პროექტს „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადე პირების თერაპიის პროგრამის გაძლიერება 2019-2020“.
პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია და ყოვეწლიურად „112“-ის 100-მდე ოპერატორის გადამზადებას ითვალისწინებს.