შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.
სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს.
დასაქმების ფორუმზე, სტუდენტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ “112”-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის წარმომადგენლებმაც შესთავაზეს სტაჟირება.