„112“-ის თბილისის ცენტრს ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ბენუა ვივიე ესტუმრა. ბენუა ვივიე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნო. 

შეხვედრისას, „112“-ის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროცესებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, ბენუა ვივიემ 112-ის წარმომადგენლებთან ერთად ქოლ-ცენტრი დაათვალიერა და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრო.