შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ს და ერთობლივი ოპერაციების ცენტრს ესტონეთის უსაფრთხოების აკადემიის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ვიზიტი ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებაა.
სტუმრებმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და ცენტრების ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. დელეგაციის წევრები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ესტონეთის უსაფრთხოების აკადემიის წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროცესებს გაეცნენ.