„112“-ის თბილისის ცენტრს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი იაროსლავ შიმჩიკი, თანმხლებ პირებთან ერთად ესტუმრა. სტუმრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნენ. 
 
შეხვედრისას, „112“-ის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროცესებს გაეცნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ.