შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა საქართველოს რკინიგზის 30-მდე თანამშრომელი, ეფექტურ კომუნიკაციაში, გადაამზადეს.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ინტერპერსონალური და კომუნიკაციური უნარების განვითარება, სხვადასხვა ტიპის მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაცია, ზარის მართვის სტრატეგიების გაცნობა და მომსახურების პროცესის ეფექტური მართვის შესწავლა.