შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,112″-მა, ამბროლაურში, მდგრადი განვითარების ფესტივალზე, მობილური აპლიკაცია წარადგინა.
,,112″-ის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია აპლიკაციის ფუნქციონალისა და მისი მთავარი უპირატესობის – ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, ,,112″-მა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, სტუმრებს მობილური აპლიკაციის სასარგებლო რჩევებში ოჯახში ძალადობის შესახებ დამატებული ინფორმაცია გააცნეს.