შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის მიწის პოლიციის აკადემიის სტუდენტები ეწვივნენ.
შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლები სტუმრებს „112“-ის ფუნქციონირებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები, ასევე, გაეცნენ ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
