შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა „ტრენინგი ტრენერებისთვის“ გაიარეს. ტრენინგის მთავარი მიზანს წარმოადგენდა, პირველ რიგში, „112“-ის ტრენერების მომზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, შემდგომში კი შეძენილი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიხედვით „112“-ის ოპერატორების გადამზადება, რათა მომსახურების ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს.
 
სასწავლო ტრენინგის ძირითადი თემა – მომსახურების გაუმჯობესება, ე.წ. „სერვის პლიუსი“ იყო. ტრენინგის მიმდინარეობისას ისეთ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, როგორიც არის: მომხმარებლის კმაყოფილების კრიტერიუმები, კომუნიკაციის ბარიერები, ეფექტური კომუნიკაციის რეკომენდაციები, მომხმარებლის ტიპები, მომსახურების სტანდარტის განხილვა და ა.შ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს „112“-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე მომიჯნავე სამსახურებსაც და სხვა ორგანიზაციებსაც უწევს ამ მიმართულებით მომსახურებას.