ქალაქ ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის მიერ, უკვე მეორედ დაჯილდოვდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც სამეგრელოს რეგიონიდან მიზნობრივად დარეკეს 112-ზე, გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეს სხვისი სიცოცხლე, მაშინ როცა წამები იყო გადამწყვეტი.
 
„საუკეთესო მოქალაქის“ ნომინაციაში, სპეციალური ჯილდო, სწორედ „112“-ის იმ ოპერატორებმა გადასცეს, რომლებმაც აღნიშნული მოქალაქეების ზარები მიიღეს.